08:47
23 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მეორე ბრძოლაც წააგო - ქართველს ოძეკის ტიტულის დაცვა უჭირს
10-09-2019

აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს კვლავ მოუგებლად ასპარეზობს ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ასანოიამა იყო, რომელთან გამკლავებაც ჩვენებურმა ვერ მოახერხა. იაპონელმა ვარსკვლავმა ფეხის ტრავმით მოასპარეზე ქართველი ფალავანის დამარცხება იორიკირის ილეთით შეძლო და წლის მეხუთე სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდა და ამ მხრივ მოგება-წაგების ბალანსი იაპონელმა ისევ გაზარდა. 4:2  მიმდინარე ბაშოზე ტოჩის დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, ამისთვის დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს და მისი დაცვა ხელახლა მოუწევს. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე კი ჰოკოტოფუჯი იქნება, რომელიც დღეს კაკურიუსთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა და მიმდინარე ბაშოზე 1 მოგების წილ 1 მარცხი აქვს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები