აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძესთვის. ტოჩინოშინი მეოთხე მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა ქართველმა სუმოისტმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და იაპონელი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდა და მცირე უპირატესობა შოდაის აქვს - 8 მოგება და 7 მარცხი.ამრიგად, ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 3 მოგების საპირისპუიროდ 5 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაკარგავს.