ჰარუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ მაეგაშირა შოდაი უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. ქართველ ფალავანს ბალანსი 6:3-ზე გაუხდა და დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად კიდევ ორი გამარჯვება სჭირდება.ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება, რომელთანაც გორგაძეს ბალანსი 6:10-ზე აქვს.