აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე მაეგაშირა ტომოკაძეს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის ბაშოზე მეორე გამოდგა და მისი ბალანსი 2-3-ზეა. ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტამავაში იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 18:10-ზე აქვს.