ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტულის დაბრუნება ვერ მოახერხა - ქართველმა ფალავანმა ნაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-4 მაეგაშირა აბისთან დამარცხდა და მე-10 გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. ლევან გორგაძეს ფეხი დაუცდა და წონასწორობა დაკარგა, რითაც მისმა მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ის დოჰიოდან გადააგდო. ქართველი სუმოისტი ამ უაღრესად პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას დღეს შეეცდება, სადაც მისი მეტოქე აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა მეისეი იქნება.