დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცამეტე დღე გაიმართა და ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა. ტოჩინოშინმა წინა ტურში 40 გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელიც ერთი მოგებით ჩამორჩება.იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (რანგით მეორე იერარქია) რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა. ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელოდება, მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.