13 იანვარს წლის პირველმა სუპერტურნირმა ჰაცუ ბაშომ აიღო სტარტი, სადაც ქართველმა ფალავანმა ტოჩინოშინმა პირველი შეხვედრა წააგო. ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯი იყო, რომელმაც ქართველი ფალავანი ოშიდაშით გადაიყვანა. ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 0:1-ზე აქვს, როგორც ცნობილია ის ტრავმირებული თამაშობს, ქართველს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე მეორე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება.