იაპონიაში სუმოს წლის მესამე სუპერტურნირი - ნაცუ ბაშო დაიწყო. სეკივაკეს რანგში ჩამოქვეითებულმა ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით გახსნა, ქართველის მეტქოე მესამე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელიც ლევანმა დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა. ტოჩინოშინის მეორე მეტოქე მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს ბალანსი 5:1-ზე აქვს.