09:30
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ტოჩინოშინის ემოცია, 40-გზის მსოფლიო ჩემპიონის დაამარცხების შემდეგ - ქართველი სეკიტორი იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია
24-05-2018

დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა.


ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.
სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება 2 მარცხი.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.

იხილეთ:

ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ჯუბა
24-05-2018
სად ხედავენ აქ ემოციას დაღლილი კაცი საუბარი, ინტერვიუ
სხვა სიახლეები