ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.ლევანმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.