ტოჩინოშინი პირველი ქართველი ოძეკი გახდა.ლევან გორგაძემ ოძეკის ფიცი ოფიციალურად დადო და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას. ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებს. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.ოძეკი ქართულად იშიფრება როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.