ჰარუ ბაშოს უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ოძეკი ტაკაიასუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ გორგაძის ბალანსი ტაკაიასუსთან 8:11-ზე გახდა, ხოლო ტურნირზე მეხუთე მარცხი განიცადა. ქართველ სუმოისტს 2 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს. სხვა შემთხვევაში მას ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ. ბაშოს დასრულებამდე კი 4 საშეჯიბრო დღე დარჩა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა ჰაკუკო იქნება, ვისაც 27-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო.