ნაგოია ბაშოზე მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია.ქართველი ოძეკი მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ეს ტურნირზე ლევან გორგაძის ზედიზედ მეოთხე მარცხია. ქართველი ფალავანის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ასანოიამა იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 1:1-ზე აქვს.