21 სექტემბერს აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა საკუთარი შეხვედრა ჩაატარა.ლევან გორგაძე მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ქართველმა სუმოისტმა დოჰიოს გარეთ დადგა ფეხი, თუმცა თავიდან სუმოისტებმა ეს ვერ შეამჩნიეს და ბრძოლას განაგრძობდნენ, თუმცა მსაჯმა შეხვედრა გააჩერა და ტოჩინოშინი დამარცხდა.ამ მარცხის შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე მაკე კოში ანუ უარყოფითი ბალანსი 6:8-ზე დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური ოძეკის წოდებას დაკარგავს და შემდეგ ბაშოზე მის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.