ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აკი ბაშოს მე-15 დღეს ბაშოს განრიგით ბოლო ბრძოლაში ოძეკი გოეიდოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით 6:9 დაასრულა. ლევანს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად 8 მოგება სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და შემდეგ ბაშოზე უკვე სეკივაკეს ტიტულით იჭიდავებს, მას რანგით მეორე წოდების დასაბრუნებლად შემდეგ ბაშოზე 10 მოგება დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ აკი ბაშო კი სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო. რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ტაკაკეიშო დაამარცხა და აკი ბაშოს ჩემპიონი გახდა.