ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყო. პროექტი ითვალისწინებდა ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.