მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, პროექტს საქართველოს მთავრობა 5 მილიონ 900 ათასი ლარით აფინანსებს.მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.სამინისტროში განმარტავენ, რომ ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.