ლამაზი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა უძველესი დროიდან ადამიანის მშვენებად მიიჩნეოდა! ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის მთავარი პირობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერზე საკმარისად სეირნობა, სხეულის გაკაჟება, რაციონალური კვება და მოვლაა. ჯანმრთელი და სრულფასოვანი თმა ყოველთვიურად 10-13 სანტიმეტრით იზრდება. თბილ ამინდში, გაზაფხულსა და ზაფხულში თმა უფრო ინტენსიურად იზრდება. ასაკთან ერთად ეს პროცესი ნელდება. რაც უფრო თხელი, რბილი და ნაზია თმა, მით უფრო მგრძნობიარეა ის და აქტიურადაც რეაგირებს ორგანიზმის შინაგან მდგომარეობასა თუ გარეგან ფაქტორთა ზემოქმედებაზე.
თმის მოვლის მთავარი პირობა დაბანაა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ იმაზე, რა სიხშირითაა სასურველი თმის დაბანა; ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ვადა ინდივიდუალურია და თითოეულ შემთხვევაში, თმის ტიპის მიხედვით, მის გაჭუჭყიანებაზეა დამოკიდებული. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თმის სიგრძეს, სისქეს, სამუშაო გარემოსა და წელიწადის დროს. დადგენილია, რომ წყლის ხშირი ზემოქმედება თმას აშრობს, ამიტომ თავის ყოველდღე დაბანა არ არის სასურველი. თმის ღერების ელასტიკურობა, პეწი და სიჯანსაღე დიდწილად დამოკიდებულია ცხიმის ფენაზე, რომელსაც თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს. ვარცხნისას თმის ღერები სწორედ ამ ჯირკვლების გამონაყოფით იპოხება. საპოხი თმას მზის სხივების, ქარისა და სხვა მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან იცავს. ხშირი დაბანა ქონის ჯირკვლებს ფიტავს, რაც თმის ღერების სტრუქტურასა და სხვა თავისებურებებზეც აისახება. უკეთესი იქნება, თავი 3-5 დღეში ერთხელ დაიბანოთ.ამიტომ თავის ყოველდღე დაბანა არ არის სასურველი. თმის ღერების ელასტიკურობა, პეწი და სიჯანსაღე დიდწილად დამოკიდებულია ცხიმის ფენაზე, რომელსაც თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს. ვარცხნისას თმის ღერები სწორედ ამ ჯირკვლების გამონაყოფით იპოხება. საპოხი თმას მზის სხივების, ქარისა და სხვა მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან იცავს. ხშირი დაბანა ქონის ჯირკვლებს ფიტავს, რაც თმის ღერების სტრუქტურასა და სხვა თავისებურებებზეც აისახება. უკეთესი იქნება, თავი 3-5 დღეში ერთხელ დაიბანოთ.