გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მშობლების ხმა საზოგადეობას. გოჩელაშვილების 18 წლის ვაჟი, რომელსაც ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების პრობლემა აქვს, უკვე მეორე თვეა სოციალური მომსახურების გადაწყვეტილებით, კოჯრის ბავშვთა სახლიდან ბროწლიანის სათნოების სახლში გადაიყვანეს. დავით და მარიკა შვილის მოსანახულებლად 11 დეკემბერს იმყოფებოდნენ. ისინი მომსახურე პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ. საუბრობენ მძიმე და გაუსაძლის პირობებში, სადაც 14 ბენეფიციარი ცხოვრობს.