თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება, - ასე მიმართა "ცენტრ პოინტის" საქმის, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის საქმის პროკურორებს გურამ რჩეულიშვილმა. "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გურამ რჩეულიშვილმა პროკურორებს მიმართა და ურჩია "ამ საქმეს სიძულვილით არ მიუდგნენ".