14:53
18 აგვისტო, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩემი კითხვა
"თქვენი მთავრობა რისთვის მსჯის?" - ვინ არის ვიდადი ისკანდიროვი და რას პასუხობს სოზარ სუბარი აზერბაიჯანელ უფლებადამცველს
09-06-2017

”მე კარგად მესმის მისი სურვილი, როგორც ჩანს, მასაც სურს გავიდეს სხვა ქვეყანაში. არ ვიცი ჰქონდა თუ არა მას თავდასხმების მცდელობებს ადგილი რაზეც ამბობდა, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება. თუმცა თუ განვიხილვთ, ყველაფერს ერთ მთლიანობაში, რომ ჩვენი სამინისტროს მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისწამებას და მეორე მხრივ ეს ადამიანი ასევე საუბრობს მასზე ვიღაცეები თავდასხმას აპირებდნენ, ეს ყველაფერი ჯდება ერთ კონტექსტში, რომ თუ ის დაამტკიცებს, რომ საქართველოში მისი ყოფნა არ არის უსაფრთხო, მაშინ მას ექნება შანსი მიიღოს თავშესაფარი რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელშიც ალბათ მიუწევს გული. ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მასთან საუბარში პირადად ამაზე ღიად აქვს ბატონ ისკანდიროვს ნათქვამი”, - ეს განცხადება სოზარ სუბარმა გადაცემაში "ჩემი კითხვა" გააკეთა.
აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა სოზარ სუბარს შეხვედრის თხოვნით მიმართა, რაზეც მინისტრმა თანხმობა განუცხადა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, 19 მაისს ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, რადგან მას ემუქრებოდა საფრთხე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები