21:15
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ტექნოლოგიები
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ სასურველ კომპანიას პირდაპირ რუკიდან დაუკავშირდეთ: Google Maps-ი ახალ სერვისს გვთავაზობს
24-11-2018

Google Maps-ი მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. კერძოდ, მომხმარებელს საშუალება ეძლევა რუკაზე ნაპოვნ სასურველ კომპანიას ან ორგანიზაციას პირდაპირ დაუკავშირდეს და მისწეროს. ამგვარად რუკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ დაუკავშირდეს სასურველ მაღაზიას თუ რესტორანს და დაჯავშნოს მაგალითად მაგიდა, ან ჩაეწეროს რიგში. ამისათვის, თავად ბიზნესკომპანიები უნდა შეუერთდნენ გუგლის ბიზნეს პროფილების რიგებს. კომპანიებთან მიმოწერის დასაწყებად გუგლის რუკაზე უნდა დაააჭიროთ მესიჯების ღილაკს.

სისტემა თავისუფლად მუშაობს „ანდროიდისა“ და „აიოსის“ სისტემებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მიმოწერები ინახება და მისი ნახვა მოგვიანებითაც შეგიძლიათ. რაც შეეხება თავად საწარმოებსა და კომპანიებს, რომლებმაც გუგლის ბიზნეს პროფილებში დარეგისტრირდნენ, მიუვათ შეტყობინება, სურთ თუ არა მათ გუგლის რუკაზე მომხმარებელი დაუკავშირდეთ.

რაც შეეხება ქვეყნებს, აღნიშნულ სერვისს არ ექნება შეზღუდვა და იმუშავებს ყველა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ Google My Business აპლიკაციის წყალობით ამ დრომდეც შეეძლოთ მომხმარებლებს პირდაპირ Google-დან დაკავშირებოდნენ კომპანიებს, რომლებიც დარეგისტრიებულები არიან. ახლა კი ამის შესაძლებლობა პირდაპირ გუგლის რუკიდანაც იქნება შესაძლებელი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები