ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, მათი დასაქმების თაობაზე კომპანიის დასტური უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაჭავარიანი განმარტავს, რომ კომპენსაცია არ გაიცემა.
ფინანსთა მინისტრმა დამსაქმებლებსაც მიმართა და მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით.