20:45
25 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? - ილია ჯიშკარიანი
02-12-2019

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ  ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ გააკეთებს. დღეს მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებამ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. სწორედ ამ შუამდგომლობაზე პასუხის გაცემისთვის ითხოვა დრო ადვოკატმა და პროცესიც ამის გამო გადაიდო. ილია ჯიშკარიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

AutoPlay
პრეზიდენტი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტებს შეხვდა
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო, რუსეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქის შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
26 თებერვალს გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები