კაცი სახელად უვე- 36 წლის შვედი ჟურნალისტის, ბლოგერისა და მწერლის, ფრედრიკ ბაკმანის სადებიუტო რომანი. ორიგინალი 2012 წელს, შვედეთში გამოიცა. დაწერილია შვედურად, ნათარგმნია 43 ენაზე, მათშორის ქართულადაც. წიგნის გამოცემიდან დღემდე, მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში გაყიდულია ნახევარ მილიონამდე ეგზემპლარი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ექვს მილიონ ნახევარზე მეტი. წიგნის მთავარი გმირი კაცი სახელად უვე თავდაპირველად ავტორის ბლოგის პერსონაჟი იყო, ფრედრიკ ბაკმანი საკუთარ ინტერნეტ გვერდზე ყოველკვირეულად, ახალ მოკლე ჩანახატებს წერდა კაცზე სახელად უვე. ბლოგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1000-ზე მეტმა მკითხველმა ხმა მისცა, რომ ბაკმანს უვეზე რომანი დაწერა.წიგნის მიხედვიტ უვე 59 წლის კაცია. მკაცრი და გულჩათხრობილი ქვრივი, რომელიც ხშირად სტუმრობს ცოლის საფლავს. მან უარი თქვა საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა ყველაფრის შეცვლა იწყება მასშემდეგ, რაც მის მეზობლად ახალი ოჯახი დასახლდება.