19:17
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ლიდერი
„თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება სიკეთის კეთებასა და კარგ საქმეს შორის“ - ტიმ კუკის წარმატებული კარიერა IBM-ში დაიწყო, საიდანაც Compaq-ში გადაინაცვლა, საბოლოოდ კი, სტივ ჯობსის გადადგომის შემდეგ Аpple-ის ხელმძღვანელი გახდა
12-05-2022

ტიმ კუკი - წარმატებული კარიერა ტიმ კუკმა უმსხვილეს კომპანიაში IBM-ში დაიწყო, საიდანაც პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელ Compaq-ში გადაინაცვლა, 1998 წელს კი, Аpple-ის კორპორაციას შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელობა სტივ ჯობსის გადადგომის შემდეგ ჩაიბარა.  

დემოკრატიულობით გამორჩეულმა კუკმა სწრაფად მოიპოვა კოლეგების, თანამშრომლების პატივისცემა და დღესაც განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო მენეჯერებს შორის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 2020 წელს ჟურნალმა Time-მა არა მხოლოდ ყველაზე გავლენიანი მმართველების რეიტინგში შეიყვანა, არამედ ლიდერის პოზიციაც მიანიჭა.   

ტიმოტი დონალდ კუკი 1960 წლის 1 ნოემბერს დაიბადა ალაბამას შტატის პატარა ქალაქ მალიორკაში, ზღვის ყურესთან ახლოს. ნაკლებად შეძლებულ ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა პორტში, დიასახლისი დედა კი, სამი შვილის - ტიმისა და მის უმცროსი ძმების აღზრდაზე ზრუნავდა. 

კლასელებისა და პედაგოგების მტკიცებით, ბავშვობიდან მშვიდი და მოკრძალებული ტიმი ყოველთვის საუკეთესო მოსწავლეებს შორის ირიცხებოდა, თუმცა არასდროს მოჰქონდა თავი საკუთარი წარმატებით, რადგან ძალიან არ უყვარდა ტრაბახი და თავმომწონეობა.

სკოლის დასრულების შემდეგ კუკმა ობერნის სახელმწიფო კვლევით უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1982 წელს დაამთავრა ინდუსტრიული მრეწველობის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტში სწავლისას ტიმმი მუსიკამ გაიტაცა და მართალია, ყოველთვის მორცხვობდა, მაგრამ მაინც მოსინჯა შესაძლებლობები ახალგაზრდულ როკ-ჯგუფში ბას-გიტარისტად. მცდელობა მარცხით დასრულდა, თუმცა ჰიპების ეპოქისა და როკ ’ენ’ როლის სიყვარული ტიმმა მთელი ცხოვრება შეინარჩუნა.   

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, პირველი სამუშაო გამოცდილება კუკმა კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში IBM-ში შეიძინა, სადაც 12 წელი იმუშავა. თუმცა არც სწავლის გაგრძელებაზე თქვა უარი და პარალელურად დაამთვარა დიუკის უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა საწარმოო მართვის სპეციალობით. გონებაგახსნილმა და მიზანსწრაფულმა კუკმა არც ამ შემთხვევაში შეირცხვინა თავი და არა მხოლოდ მაგისტრის ხარისხი მიიღო, არამედ საუკეთესო სტუდენტების ათეულშიც მოხვდა. 

34 წლის ასაკში ტიმმა შემოსავლის გაზრდა მოინდომა და Intelligentelectronics-ის მესვეურების მეტად სარფიან წინადადებას დათანხმდა, რომელთაც ფირმის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია შესთავაზეს, თუმცა სამ წლის შემდეგ პერსპექტიული ახალგაზრდა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიამ Compaq-მა გადაიბირა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. სოლიდური ჰონორარის მიუხედავად, რამდენიმე თვის შემდეგ კუკმა მაინც სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელ Apple-სა და სტივ ჯობთან არჩია გადაბარგება, რომელმაც შედარებით ნაკლები ანაზღაურება, თუმცა ბევრად საინტერესო სამუშაო შესთავაზა.

AutoPlay
"ასწავლეთ ხალხს იმდენად კარგად, რომ მათ შეეძლოთ სხვაგან გადასვლა, მაგრამ მოექეცით ისე, რომ მათ არ გაუჩნდეთ წასვლის სურვილი" - ბრიტანელი ბიზნესმენი სერ რიჩარდ ბრენსონი, რომლის ფინანსური მდგომარეობა თითქმის 6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული
30-06-2022
"წარმატებული ადამიანები მოძრაობას აგრძელებენ, შეცდომებს უშვებენ, მაგრამ უკან არ იხევენ" - უნიკალური ოტელიერი კონრად ჰილტონი, რომელმაც პირველმა შემოიღო 5-ვარსკვლავიანი შეფასების სისტემა და სასტუმროების ბიზნესის განვითარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა
23-06-2022
„ტიურინგის მანქანა“ და მისი შემქმნელი - ბრწყინვალე ბრიტანელი მათემატიკოსი და გენიალური კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი, რომელმაც აღიარება მხოლოდ ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მოიპოვა
16-06-2022
"მანამდე ვიოცნებებ, სანამ ტყვია არ შეაჩერებს ჩემს ოცნებებს!" - მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი რევოლუციონერი, რომანტიკული ლეგენდა ერნესტო ჩე გევარა, რომელმაც არგენტინული წარმოშობის ხაზგასასმელად „ჩე“-ს ზედმეტსახელი შეიძინა
09-06-2022
ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მანამდე ბელგიის მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკია
02-06-2022
"წარუმატებლობა თქვენს ცხოვრებაში რაღაც მომენტში გარდაუვალია, მაგრამ დანებება მიუტევებელია" - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც 2020 წელს მესამე ცდით შეძლო ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავება
26-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები