ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მედიკამენტი, რომელსაც ანესთეზიის მეთოდში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ახალი ტკივილგამაყუჩებელი მორფინზე ბევრად ეფექტურია და არ აქვს ისეთი უკუჩვენებები, როგორიც პრეპარატზე დამოკიდებულებაა. ნივთიერებამ, რომელმაც მიიღო დასახელება AT-121, უკვე გაიარა გამოცდა ცხოველებზე და შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. დღესდღეობით ოპიოიდების ჯგუფის პრეპარატები ანესთეზიის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მათ ფართოდ გამოიყენებენ ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანების შემთხვევაში. თუმცა ოპიოიდების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ იმ დროს, როდესაც ამ ჯგუფის მედიკამენტი ტვინის რეცეპტორებზე ზემოქმედებს, რომელმაც ტკივილის განცდა უნდა დააქვეითოს, პრეპარატი ასევე ასტიმულირებს ე.წ სიამოვნების ცენტრს. ოპიოიდების რეგულარული მიღებისას პაციენტი სიამოვნების განცდას ეჩვევა და მას პრეპარატის მიმართ დამოკიდებულება უვითარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი სამედიცინო ოპიოდებს ბოროტად იყენებს. გასულ წელს აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ამ კრიზისთან გასამკლავებლად საგანგებო ვითარებაც კი გამოაცხადა. ცხოველებზე განხორციელებული ცდების შედეგები დამაიმედებელია. მაიმუნის შემთხვევაში გამაყუჩებელმა მორფინის შედეგეს 100-ჯერ ნაკლები დოზის შემთხვევაში მიაღწია.აღსანიშნავია, რომ ცდის შედეგები იმის გარანტიას არ იძლევა, რომ პრეპარატი იმავე გავლენას იქონიებს ადამიანებზე. თუმცა ალბათობა საკმაოდ მაღალია.