გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს.