თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით თხილის ხარისხი და რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი. ხოლო თხილის ექსპორტიდან, ქვეყანა წელს 110 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდება. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, თხილის წლევანდელი მოსავალი 45 000 ტონას მიაღწევს. მისივე თქმით, თხილის მწარმოებელთა ასოციამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, მომავალ წლებში, თხილის მოსავალი 100 ათას ტონამდე გაიზრდება, ხოლო თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ჯამში ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს.ფერმერების თქმით, ქართული თხილის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს მსოფლი ბაზრებზე, რათა შესაძლებელი გახდეს 1 კილოგრამი თხილის უფრო ძვირად გაყიდვა, ვიდრე ამას თხილის მწარმოებელი დანარჩენი ქვეყნები ყიდიან. მათივე შეფასებით, მეწარმოების განვითარებისთის აუცილებელია, რომ ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომა გაიზარდოს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ 2020 წელს, მრავალწიანი ბაღებისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი გაიზრდება. რაც თავის ხმრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვნად ზრდას.