მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტი შემცირებულია. "საქსტატის" მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი 54.1 მილიონი დოლარით არის შემცირებული. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში თხილის ექსპორტმა 36 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90 მილიონ 600 ათასი ლარი იყო.