გამოცემა Bloomberg-ი ევროპაში ზამთრის ხუთ კურორტს მიმოიხილავს. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კურორტს შორის პირველ ადგილზე საქართველო, კერძოდ კი გუდაური მოხვდა. Bloomberg-ი სტატიაში მკითხველებს ჯერ თბილისში ჩასვლას, ქალაქის ნახვას და შემდეგ უკვე გუდაურში წასვლას ურჩევს. როგორც გამოცემა წერს, გუდაური ევროპის ყველაზე საინტერესო და ახალი სათხილამურო კურორტია.Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს გუდაურის გარდა, კიდევ 4 ქვეყნის ზამთრის კურორტის მონახულებას ურჩევს. ესენია: კაბადოკია, ლუცერნი, ოსლო და ლუბლიანა.