"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიას ეხმაურება. პაატა სალია აცხადებს, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თითქოს დასტურდება, რომ „რუსთავი2“ ოქრუაშვილს ეკუთვნის, ყალბია. იგი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ამ დოკუმენტის სიყალბეს დაადასტურებს.
თავად ოქრუაშვილი კი „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზოდელაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის მესაკუთრე ოქრუაშვილია, ნამდვილი ხელმოწერაა.
იხილეთ:
პაატა სალიას კომენტარი, "რუსთავის 2"-ის ფინანსურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ