საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს ეხმაურება. "ჩემი მონაცემებით, პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, რათა საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან ივანიშვილთან ურეკში ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა. მათი საიდუმლო შეხვედრა ორ საათზე მეტი გაგრძელდა და თითქმის სრულად ჩემზე საუბრობდნენ", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
მისი თქმით, ადგილი აქვს ორ მილიარდერ ოლიგარქს შორის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა.