მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორეული ტანსაცმლის იმპორტი თითქმის, 4 მლნ ამერიკული დოლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 14 მილიონ 200 ათასი დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 10 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.
2021 წლის 8 თვის მონაცემებით, მეორეული მოხმარების ტანსაცმელს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, თურქეთში, საიდანაც იმპორტმა 4 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები - მილიონ 900 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი - მილიონ 100 ათასი დოლარის იმპორტით.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალშია ასევე: ნიდერლანდი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და სხვა ქვეყნები.