სოციალურ ქსელში მოქალაქე ლელა ბაციკაძე საცხოვრებელი კორპუსის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ათეულობით ოჯახი საცხოვრებლად უვარგის შენობაში ცხოვრობს.
"ბათუმის ამბების მერე, ყოველ დღე მეფიქრება ამ კორპუსზე, სადაც უამრავი ბავშვი ცხოვროვს! სამხარაულის დასკვნით, საცხოვრებლად უვარგისია, თითქმის 1 მეტრით არის გადმოხრილი, ჩვეულებრივი პიზის კოშკია საქართველოში. გამაგრებას უკეთებენ, თუმცა განა უშველის საძირკვლელ გამოცლილ 8 სართულიან სახლს? აუცილებელია ტრაგედია დატრიალდეს?" - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.