ბრიტანული კომპანია Blue Marble Private ჩაძირული "ტიტანიკის" დასათვალიერებლად ბილეთების გაყიდვას 2018 წლიდან დაიწყებს. კომპანიის ჩანაფიქრით, რვადღიანი ტურისტული მარშრუტი დაიწყება კანადის ქალაქ ნიუფაუნდლენდიდან. აქედან ტურისტებს "ტიტანიკის" დაღუპვის ადგილამდე მიიყვანენ. ტურისტები 3200 მეტრის სიღრმისკენ სპეციალური ბატისკაფით დაეშვებიან.