წინასწარი შედეგებით ლიდერობს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და ამ შედეგებით, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაწილში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ",- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შეაფასა. თირნიკე რიჟვაძის თქმით, არჩევნები თავისუფალ პირობებში ჩატარდა, ამასთან, მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.