მექანიკური ფორთოხალი ,ინგლისელი მწერლის ენტონი ბერჯესის დისტოპიური ჟანრის რომანია. წიგნი ორიგინალი 1962 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა William Heinemann ის მიერ , ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნი ახალგაზრდა თინეიჯერ ალეკსიზე და მის კრიმინალურ ბანდაზე მოგვითხრობს. ალეკსი ტიპიური მოძალადეა , რომელიც ადამიანის მოკვლით , ცემით , გაქურდვით თუ გაუპატიურებით ღებულობს სიამოვნებას. მისი კიდევ ერთი გატაცება კლასიკური მუსიკაა , ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია , რომელიც თინეიჯერი ალეკსისთვის ძალადობასთან ერთად ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ერთხელაც წიგნის მთავარი პერსონაჟს მორიგი დანაშაულის ჩადენისას იჭერენ და ის ხვდება ციხეში, სადაც წესით და რიგით ის უნდა შეაწუხოს დანაშაულის განცდამ, დაფიქრდეს მის შეცდომებზე და იზრუნოს საკუთარი თავის გამოსწორებაზე , თუმცა ახალი ადგილი სულაც არ აღძრავს მასში ამ სურვილებს , ალეკსი ვერაფერს უხერხებს მის ძალადობრივ ბუნებას და აგრესიას, რომელიც მასში ღრმად არის ჩაბუდებული. სწორედ ამიტომ მის გამოსწორებაზე ზრუნვას უკვე თავად სახელმწიფო იღებს თავის თავზე ექსპერიმენტის გზით , რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ძალადობის აღმოფხვრაა.
ენტონი ბერჯესი 1917 წლის 25 თებერვალს მანჩესტერში კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. განათლება მანჩესტერში , ვიქტორიას უნივერსიტეტში მიიღო , რომელიც 1940 წელს დაამთავდა და იმავე უნივერსიტეტში გააგრძელა ლექციების კითხვა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ისტორიაზე. 1959 წელს, მას შემდეგ რაც მწერალმა გაკვეთილზე გონება დაკარგა, ექიმებმა მას ტვინის სიმსივნე დაუდგინეს, სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა მისთვის ბიძგი , რომ მეტი დრო დაეთმო მწერლობისთვის. ენტონი ბრეჯესმა მექანიკური ფორთოხალი ინგლისის საზღვაო ქალაქ ჰოვში დაწერა. მას შემდეგ რაც მწერალი საზღვარგარეთ მოღვაწეობის შემდეგ ბრიტანეთში დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ ბევრი რამე შეიცვალა. ინგლისი ამ პერიოდში მოიცვა არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის შიშმა. ავტორის თქმით რომანის ინსპირაცია იყო მისი პირველი ცოლის, ლინის ცემა ამერიკელი მთვრალი მოსამსახურეების ბანდის მიერ, რომლებიც ინგლისში იყვნენ განლაგებულნი მეორე მსოფლიო ომის დროს. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია სტენლი კუბრიკის რეჟისორობით 1971 წელს ნიუ-იორკში შედგა. ფილმმა კრიტიკოსებში თავიდანვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მასში ასახული ძალადობის სცენებიდან გამომდინარე , მისი ჩვენება ბრიტანეთის და კიდევ სხვა ქვეყნების კინოთეატრებში აიკრძალა , თუმცა რამდენიმე წელიწადში ის გადაფასდა კინო კრიტიკოსების მიერ და გახდა საკულტო ფილმი მაყურებლებისათვის. მექანიკური ფორთოხალი, ოსკარის 44-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე 4 ნომინაციაში იყო წარმოდგენილი და რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.