თინეიჯერების საყვარელი მწერალი ჰოლი სმეილი წიგნის ფესტივალზე მკითხველებს შეხვდა ბრიტანელი მწერალი "პალიტრა L"-ის სტენდთან მივიდა, სადაც მას უამრავი მკითხველი დახვდა. "პალიტრა L”-ის ინფორმაციით, ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის თანამედროვე ბესტსელერი "გიკი გოგო“, როგორც მსოფლიოში, ისე ქართველი თინეიჯერების საყვარელი ნაწარმოებია. ავტორის საყვარელი წიგნის მოლოდინშიც რამდენჯერმე დადგა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. სულ ახლახანს ითარგმნა "გიკი გოგოს" მეხუთე ნაწილიც, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L”-მა გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც 1-ელ ივნისს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.