თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოზიციას აკრიტიკებს.
როგორც ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, წულუკიანს პერიოდულად ივანიშვილისთვის საკუთარი ერთგულების დამტკიცება სჭირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, თეა წულუკიანის პროფესიული უკუსვლა წარმოუდგენელი მასშტაბითა და სიჩქარით მიდის უკან.