თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის ძმასთან, მიხეილ ხიდაშელთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება. ამ საკითხზე ხიდაშელი „ფეისბუქში“ წერს:„ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი:1. არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობს.2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.3. ვერ ვხედავ ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი, ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ არ ჩანს, თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად.4. აქვე ინფორმაციისთვის, სუსში არასოდეს უმუშავია, და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.5. ზოგადად, მე თუ მკითხვათ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.6. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი“, - წერს თინა ხიდაშელი.თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვის მიზნითაა დაბარებული. ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.