"ევროპული საქართველოს" წევრების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც დატოვეს. მათი მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. ნიკა მელიას შეფასებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით ”ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ამოძრავებს. პარტიის ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა კი ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება ამგვარად დააფიქსირა. შეფერხების ნიადაგზე საკანონმდებლო ორგანოს ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.