"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, "ასეთი ტიპის გადაცემები საოკუპაციო რეჟიმისთვის" უკვე პრაქტიკად იქცა, რაც ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობას ადასტურებს.
ბრალდებული იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადირება სავარაუდოდ, უკვე მოხდა.
როგორც იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე აღარ იმყოფება.