"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობა შეაფასა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კრახის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისთვის ნებისმიერი ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი, ძალიან დიდი საფრთხეა და ამის საწინააღმდეგოდ ცდილობს, ასეთი სამარცხვინო კამპანია აწარმოოს. ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილს რომ ელექტორალურად ძალიან გაუჭირდა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაამტკიცა.