"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ბოკუაჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიაში ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისი თქმით პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა.
დეპუტატის თქმით, თავდაპირველად ნაციოანლურ მოძრაობას მხოლოდ 2 ოლქში სურდა მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა, თუმცა იქიდან გამოდმინარე რომ გაერთაინებულმა ოპოზციამ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ვერ მოახერხა, პარტია ამ ეტაპზე ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე მსჯელობს.