თინა ბოკუჩავა - არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებთ - Palitra News

თინა ბოკუჩავა - არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებთ

2018-12-07 13:03:02+04:00

"არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ ვაპირებთ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.მისი თქმით, ამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს, რადგან ეს არჩევნები რეალურად ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა.შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "თუკი ოპოზიცია პრეზიდენტად აღიარებს, გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე მიიწვევს". კომენტარი ამ საკითხზე შოთა მალაშხიამაც გააკეთა.