01:29
17 ოქტომბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტიმ კუკმა Apple-ის 750 მილიონი დოლარის აქციები გაყიდა
31-08-2021

კორპორაცია Apple Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა750 მილიონი დოლარის ღირებულების კუთვნილი აქციები გაყიდა, რომელიც კომპანიისგან საჩუქრად მიიღო. კუკი ამ ტრანშებს უკვე 10 წელია იღებს, მას შემდეგ, რაც Apple-ს სათავეში ჩაუდგა.

2011 წლის შემდეგ Apple-ის აქციები თითქმის, ოთხჯერ არის გაზრდილი, რამაც ხელი შეუწყო მას, მიეღო მაქსიმალურად შესაძლებელი ბონუსი, კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებისამებრ.

კუკმა დაახლოებით 5 მილიონი აქცია გაყიდა, თითოეული 148-150 დოლარად, ჯამში კი, 752 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

აგვისტოს დასაწყისში Apple-ის აქციების ფასმა მაქსიმალურ ღირებულებას მიაღწია და 151,12 დოლარი შეადგინა. შედეგად, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის კაპიტალიზაცია რეკორდულ, 2,5 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა.

ტიმ კუკმა, რომლის ქონებამ აგვისტოში პირველად მიაღწია მილიარდ დოლარს, 2015 წელს განაცხადა, რომ მისი შემოსავლების უმეტეს ნაწილს დაარიგებდა. მან გასულ კვირას 10 მილიონი დოლარის აქციები ქველმოქმედებას შესწირა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები