პოპულარული გერმანული ჯგუფის Rammstein-ის ფრონტმენი, ტილ ლინდემანი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთშაორისო დღეს ახალ სოლო კომპოზიცია სახელწოდებით Ich Hasse Kinder (მე მძულს ბავშვები) გაავრცელა. ვიდეოში ტილ ლინდემანი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება, კადრებში აგრეთვე ჩანს ვლადიმირ ლენინის სკულპტურა, რომელსაც თვალებიდან სისხლი სდის.