საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება სოციალურ ქსელ TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი. მათივე განმარტებით, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა.
ცნობისთვის, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი.