ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზებია, მათ აღმოფხვრას ცდილობენ - Palitra News

ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზებია, მათ აღმოფხვრას ცდილობენ

2020-11-30 15:03:12+04:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არსებობს, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხის მოგვარებაში ის პირადად არის ჩართული.

ეკატერინე ტიკარაძემ საავადმყოფოების ჟანგბადით მომარაგებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კლინიკებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია.